მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Microsoft-ის ყოფილი ვიცეპრეზიდენტი: საქართველოში დიდი შესაძლებლობებია ანტრეპრენიორებისთვის

5bd3056ebce06
სალომე მეცხვარიშვილი
26.10.18 17:40
777
Microsoft-ის ყოფილი აღმასრულებელი ვიცეპრეზიდენტის და კომპანია Steller-ის პრეზიდენტი რიჩარდ მაკენიფი ამბობს, რომ საქართველოში ძალიან დიდი შესაძლებლობებია ანტრეპრენიორებისთვის. ამის შესახებ მან bm.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად მსოფლიო სულ უფრო და უფრო პატარავდება.

“გამოწვევები ყოველთვის არსებობს, როდესაც ახალ ტექნოლოგიებს ავითარებ. და ეს ასეა როგორც საქართველოში, ასევე სილიკონ ველიზეც. ვფიქრობ, აქ - საქართველოში - ძალიან დიდი შესაძლებლობებია ანტრეპრენიორებისთვის. რადგან ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად მსოფლიო სულ უფრო და უფრო პატარავდება. კომუნიკაცია სხვადასხვა გზით არის შესაძლებელი - მარტივია შენი იდეის შესახებ გააგებინო სხვებს, მიიღო დაფინანსება, სწორედ აქ და ახლაა ამის დრო ანტრეპრენიორებისთვის”,- აცხადებს მაკენიფი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები