მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Microsoft-მა 7,000 თანამშრომლის გათავისუფლება გადაწყვიტა

brookfield

პლანეტის უმსხვილესმა კომპანიამ, Microsoft-მა 7,000-მდე თანამშრომლის გათავისუფლება გადაწყვიტა, რაც სამუშაო ძალის 3%-ია. ამ გადაწყვეტილების მიღმა მარტივი მიზეზი დგას - დეველოპერების სამუშაოს მნიშვნელოვან ნაწილს უკვე ხელოვნური ინტელექტი ასრულებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ტექნიკურ პოზიციებზე თანამშრომლების შენარჩუნებას აზრი აღარ აქვს.

ამასთან, კომპანიას მოგების მარჟის გაზრდა და AI-ის მიმართულებით მეტი ინვესტიციის ჩადება სურს, რაც ერთდროულად ვერ მოხერხდება, თუ საშტატო ბიუჯეტი არ შემცირდება.

ხარჯების შემცირების სიახლეს, ბუნებრივია, ინვესტორები პოზიტიურად იღებენ, რადგან ისინი მეტ ფინანსურ სარგებელს მიიღებენ. საერთო ჯამში, წინა თვის მინიმალურ ნიშნულთან შედარებით, Microsoft-ის აქციების შეფასება 27%-ითაა გაზრდილი და მისი საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 3 ტრილიონ 340 მილიარდ დოლარს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები