ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Microsoft-მა და აქტივების მმართველმა უმსხვილესმა ჰოლდინგმა, BlackRock-მა გაერთიანება და 30 მილიარდი დოლარის მოცულობის ფონდის შექმნა გადაწყვიტეს.
Financial Times-ის ინფორმაციით, ამ ფონდის მიზანი ხელოვნური ინტელექტის განვითარება, AI-მოწყობილობების შექმნა, მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის მოწყობა და ენერგეტიკული პრობლემის გადაჭრა იქნება.
როგორც ცნობილია, AI-ფონდის განვითარებაში მონაწილეობას სხვა მსხვილი კომპანიებიც მიიღებენ, მათ შორის NVIDIA, რომელიც AI-პროცესორების წარმოების მიმართულებით გლობალური ლიდერია.
მსგავსი შინაარსის ფონდის მიმართ Microsoft-ის კომერციული ინტერესი მარტივად ასახსნელია, რადგან კომპანია ChatGPT-ის შემოქმედ სტარტაპს, OpenAI-ს ფლობს, რომელსაც ყოველწლიურად მეტი კომპიუტერული სიმძლავრე სჭირდება AI-ს მზარდი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.
BlackRock-ს რაც შეეხება, საინვესტიციო ჰოლდინგი ყველგან აბანდებს ფულს, სადაც ზრდის დიდი პოტენციალია, ხოლო AI, მოგეხსენებათ, ათწლეულის ყველაზე მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ინოვაციაა.