მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Microsoft თბილისში "ციფრული ევოლუციის ფორუმს" გამართავს

5c95fbffe44fd
BM.GE
23.03.19 13:26
714
28 მარტს, სასტუმრო „თბილისი რუმსში“, Microsoft ყოველწლიურ მასშტაბურ ღონისძიება – „ციფრული ევოლუციის ფორუმს“ გამართავს. ფორუმის მსვლელობისას, იმ გადაწყვეტილებების დემონსტრირება მოხდება, რომლებიც ხელს უწყობს ბიზნესის განვითარების პროცესსა და მზაობას ციფრული ეპოქისთვის. ფორუმის ფარგლებში, მოწვეულ სტუმრებს საშუალება ექნებათ გაეცნონ წარმატებულ ბიზნესგადაწყვეტილებებს სამი მიმართულებით: ბიზნესი, ფინანსები და სამთავრობო სფერო. სამივე მიმართულების სესიები დაეთმობა ისეთ თემებს, როგორიცაა ციფრული ტრანსფორმაცია, ღრუბლოვანი ტექნოლოგიები, ხელოვნური ინტელექტი (AI), კიბერუსაფრთხოება და სხვა.

ცნობილია, რომ ფორუმს გაუძღვება „მაიქროსოფთის“ რეგიონალური მენეჯერი. „ციფრული ევოლუციის ფორუმში“ მონაწილეობას მიიღებენ „მაიქროსოფთის“ რეგიონული ოფისების წარმომადგენლები, წამყვანი საერთაშორისო და ადგილობრივი პარტნიორები, ტექნიკური ექსპერტები და ბიზნესის წარმომადგენლები.

marketer.ge

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები