"მიეცით დიუშენით დაავადებულ ბავშვებს წამალი" - ამ ლოზუნგით თბილისში შაბათის ტრადიციული მარში მიმდინარეობს.
მოქალაქეები მსვლელობით ფილარმონიიდან პარლამენტის მიმართულებით მიდიან.
ცნობისთვის, დიუშენის კუნთოვანი ატროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობას შვილების საჭირო მედიკამენტებით უზრუნველყოფას სთხოვენ. მშობლები პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას, თითქმის 2 თვეა, უშედეგოდ ცდილობენ. მანამდე უშედეგოდ დასრულდა არაერთი შეხვედრა ჯანდაცვის მინისტრთანაც. საქართველოში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე 100-მდე ბავშვია აღრიცხული.
2024 წლის ნოემბრიდან, ქვეყანაში უწყვეტი პროევროპული პროტესტი მიმდინარეობს ახალი არჩევნების და უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნით.




























