მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მიღებების, ფურშეტების, წვეულებებისთვის გაწეული ხარჯების საჭიროება არ არის სათანადოდ დასაბუთებული"

59301f5c48162
BM.GE
01.06.17 18:05
1019
"მიღებების, ფურშეტების, წვეულებებისა და სარესტორნო მომსახურებაზე გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯების საჭიროება არ არის სათანადოდ დასაბუთებული მუნიციპალიტეტების მიერ“, - აუდიტის სამსახურის წლიური ანგარიშის მიხედვით, სახელმწიფო ორგანოების მიერ, არ არის იდენტიფიცირებული სტუმრების ვინაობა და რაოდენობა; ასევე, თანხები დახარჯულია სახელმწიფო უწყებების სხვადასხვა თანამდებობის პირების კვების ორგანიზებისათვის.

მაგალითად: 2013-2014 წლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და საკრებულოს თავმჯდომარის მიერ „წარმომადგენლობითი ხარჯების“ მუხლიდან რესტორნის მომსახურებაზე, დაუსაბუთებლად არის გაწეული 21.5 ათასი ლარი;

2014-2015 წლებში, ქ. თელავის მუნიციპალიტეტმა ვერ წარმოადგინა შესაბამისი დოკუმენტური მტკიცებულება იმის შესახებ, თუ რა სახის ღონისძიებასთან დაკავშირებით იქნა გაწეული 14.2 ათასი ლარის ოდენობის სარესტორნო ხარჯი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები