მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მიღწეულია რიგი შეთანხმებები" - ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრა დასრულდა

გიორგი ზურაბაშვილი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ გალუზინსა და რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლის გიორგი ზურაბაშვილის შეხვედრა დასრულდა.

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ განახლებული პირდაპირი რუსულ-ქართული დიალოგის ფარგლებში, დღეს, მინსკში გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„ორმხრივი ურთიერთქმედების აქტუალურ საკითხებზე, სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარულ თანამშრომლობის საკითხზებზე საფუძვლიანი აზრების გაცვლა მოხდა. მიღწეულია რიგი პრაქტიკული შეთანხმებები“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

რუსეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ შეხვედრის მსვლელობისას ასევე რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.

„ორივე დელეგაციის ხელმძღვანელმა ბელორუსული მხარის მიმართ რუსულ-ქართული შეხვედრის ორგანიზებაში გაწეული ხელშეწყობისთვის მადლიერება გამოხატა. მხარეები შეთანხმდნენ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების შემდგომი განვითარების ინტერესებიდან გამომდინარე კონტაქტების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ“, - წერია სამინისტროს განცხადებაში.

ქართულ მხარეს შეხვედრის შესახებ განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები