მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ შემოსავლების სამსახურს საბაჟო კონტროლის აღჭურვილობა გადასცა

62d00212e5cd8
მარიამ იზორია
14.07.22 19:55
479
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ ევროკავშირის მხარდაჭერით, საბაჟო დეპარტამენტს 80 ერთეული რადიოგადამცემი და 60 სამკერდე კამერა გადასცა. აღჭურვილობა საბაჟო გამშვებ პუნქტებზე გადანაწილდება და მებაჟე-ოფიცრების მიერ, საზღვარზე ეფექტიანი კონტროლის განხორციელებას და შეუფერხებელ კომუნიკაციას შეუწყობს ხელს.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ ვლადიმერ ხუნდაძემ ევროკავშირისა და IOM-ის წარმომადგენლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

"მნიშვნელოვანია ევროკავშირის და IOM-ს მხარდაჭერის გაგრძელება საბაჟოს შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით. გვახარებს, რომ სამომავლო გეგმებში გვაქვს თქვენი სრული მხარდაჭერა. შემოსავლების სამსახურის სახელით, კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ ყოველი თქვენი მხარდაჭერა მაქსიმალურად ეფექტიანად იქნება გამოყენებული, როგორც ქვეყნის უსაფრთხოებისა და კანონის შესაბამისობის უზრუნველყოფისთვის, ასევე საზღვრებს შორის კანონიერი ვაჭრობის შემდგომი გაუმჯობესების მიმართულებით", - განაცხადა ვლადიმერ ხუნდაძემ.

ცნობისთვის: ვლადიმერ ხუნდაძემ და საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზურაბ სიჭინავამ საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელთან კოლომბ დე მერსესა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან სანია ჩელებიჩ ლუკოვაცსასთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები