9 თვის მდგომარეობით, საქართველო 20 ათასზე მეტმა რუსეთის მოქალაქემ დატოვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მესამე კვარტლის საზღვრის კვეთის სტატისტიკიდანაც ჩანს, რომ საქართველოში იმაზე ნაკლები რუსეთის მოქალაქე შემოვიდა, ვიდრე გავიდა. მიგრანტების ეფექტის შესუსტებაზე მეტყველებს ფულადი გადმორიცხვების სტატისტიკაც. გასულ თვეში რუსეთიდან გზავნილების მოცულობა 66%-ით, ანუ 114 მილიონი დოლარით შემცირდა. საქართველოს ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა შეიძლება გახდეს ისრაელ პალესტინის ომიც. ისრაელი საქართველოს როგორც ტურიზმში, ისე ფულად გზავნილებში მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია.