მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მიგრანტების მილევადი ეფექტი" - ეკონომიკის 5.8%-იანი ზრდა (იანვარი);

იანვარში საქართველოს ეკონომიკა თითქმის 6%-ით გაიზარდა. საქსტატის წინასწარი შეფასებით, იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 5.8 პროცენტი შეადგინა. ეკონომიკურ აქტივობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მშენებლობის საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის და კომუნიკაციების სექტორებმა, კლებაა ვაჭრობის, უძრავი ქონების და დამამუშავებელ მრეწველობაში. გასულ თვეში შემცირდა მსხვილ საწარმოთა ბრუნვის ზრდის ტემპი, რამაც მხოლოდ 1.4% შეადგინა, ჯამში ბრუნვა კი 10.5 მლრდ ლარამდე იყო.რაც შეეხება ახლადრეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობას, სულ 5 527 კომპანია დარეგისტრირდა, კლება 14.5%-ია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები