საქართველოდან სამუშაოდ და სხვა მიზეზებით წასული ამ ქვეყნის მოქალაქეები. საცხოვრებლად უცხო ქვეყანაში გადასვლას არაერთი მიზეზი აქვს. ათასობით ადამიანი ყოველწლიურად მშობლიურ ქვეყანას იმისთვის ტოვებს, რომ სამსახური, ეკონომიკური კეთილდღეობა, ცხოვრების უკეთესი პირობები თუ სხვა უპირატესობები მიიღონ, რასაც თავიანთ ქვეყნებში ვერ პოულობენ. მიგრანტების რაოდენობა და შეფარდება ქვეყნის მოსახლეობასთან, დრამატულად ცვალებადია რეგიონიდან რეგიონამდე, რასაც რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს: ზოგიერთ ქვეყანაში მიგრაცია გაცილებით მარტივია, განსაკუთრებით მაშინ, როცა კონკრეტული ქვეყნის, მაგალითად შეერთებული შტატების მოქალაქე ხარ, სხვაგან კი პირიქით - იმიგრანტებს ძალიან რთულად იღებენ. WorldPopulationReview-ზე დაყრდნობით, 2024 წელს ყველაზე მეტი ემიგრანტი ინდოეთს ჰყავს. ინდოეთის 17.9 მილიონი მოქალაქე ამჟამად მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ცხოვრობს.