მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 85 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

სს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უცხო ქვეყნის 85 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.

შსს-ს ინფორმაციით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 85 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.

მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: თურქეთის, ინდოეთის, თურქმენეთის, აზერბაიჯანის, რუსეთის, ეგვიპტის, ბელარუსის, უზბეკეთის, ეთიოპიის, იორდანიის, კუბის, ვიეტნამის, ბანგლადეშის, ნიგერიის, პაკისტანის, ტაილანდის, ფილიპინების და სხვა სახელმწიფოების - ჯამში 85 მოქალაქე. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარე წლის განმავლობაში, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ საქართველოდან უკვე გაძევებულია 2726 უცხოელი არალეგალი, რაც გასული წლის ჯამურ მაჩვენებელს ორჯერ აღემატება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები