საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე უცხოეთის მოქალაქეების მხრიდან მაღალი მოთხოვნა და ინტერესი ნარჩუნდება. საინვესტიციო ბანკების კვლევები აჩვენებს, რომ თბილისის უძრავი ქონების ძირითადი მომხმარებელი - ქართველების შემდეგ, ისრაელისა და რუსეთის მოქალაქეების არიან.. საინტერესოა, აისახა თუ არა უძრავი ქონების ბაზარზე, MOSCOW TIMES ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია - მორიგი მობილიზაციის ფონზე რუსეთის მოქალაქეების მასშტაბური შემოდინების შესახებ, და როგორია საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციები და ფასები, რომელიც მიგრანტების ეფექტმა წინა წლებში რეკორდულად უკვე გაზარდა.






























