მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიიღე და მართე ონლაინგადახდები მარტივად

tbc
03.10.24 15:37
81

რა არის Flitt?

Flitt თიბისი ჯგუფის წევრი, ონლაინგადახდების საერთაშორისო პლატფორმაა, რომელიც ბიზნესებს გადახდების მიღებისა და მართვის გამარტივებულ გამოცდილებას სთავაზობს; ასევე აძლევს შესაძლებლობას სწრაფად განვითარდნენ, გაზარდონ მიზნობრივ მომხმარებელთა რაოდენობა და შემოსავალი.

Flitt-ს ქმნის ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილების მქონე პროფესიონალთა გუნდი - ლიდერები ინდუსტრიაში, რომლებსაც საერთო ღირებულებები და მიზნები აერთიანებთ; და რომლებსაც ონლაინგადახდების გარდა, არაერთი ციფრული სერვისი დაუნერგავთ და განუვითარებიათ.

ონლაინგადახდების მნიშვნელობა ბიზნესისათვის

ონლაინგადახდები დღეს უმნიშვნელოვანესია ბიზნესის განვითარებისათვის და მას სთავაზობს ბევრად მეტს, ვიდრე კომფორტია - სერვისი ბიზნესებს აძლევს სხვადასხვა ქვეყნის ბაზრებზე წვდომას, უზრუნველყოფს მაღალ conversion rate-ს, ამარტივებს გადახდების მიღების მენეჯმენტს და ამცირებს საოპერაციო ხარჯებს, ასევე ზრდის ლოიალურ მომხმარებელთა რაოდენობას.

რას სთავაზობს Flitt ბიზნესებს?


● გადახდის მიღების მრავალფეროვანი მეთოდები

მერჩანტს შეუძლია გადახდის გვერდი საკუთარ ვებგვერდზე, თავისივე დიზაინით ჩააშენოს ან გადამისამართების საშუალებით, გამოიყენოს Flitt-ის უკვე არსებული გადახდის გვერდი, რომელსაც გააჩნია გადახდის ყველა თანამედროვე მეთოდი: Apple Pay, Google Pay, ბარათით გადახდა და სხვა. პლატფორმაზე გადახდების მეთოდები აქტიურდება ერთი გამარტივებული ინტეგრაციით.

● მარტივი ინტეგრაცია და გადახდების მენეჯმენტი

Flitt დეველოპერებს სთავაზობს მარტივად ინტეგრირებად API-ს და მზა SDK ნაკრებებს, ასევე ინტეგრაციის ინსტრუქციის პორტალს და 24/7-ზე ონლაინ ტექნიკურ მხარდაჭერას. მერჩანტებს კი, პერსონალურ სივრცეს, რომელიც ეფექტური ბიზნესგადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარებათ. აღნიშნული სივრცის მეშვეობით, მათ შეუძლიათ გადახდების და ანგარიშსწორების პროცესის ციფრულად მართვა, დეტალურ რეპორტებზე წვდომის მიღება და მომხმარებელთა ქცევის ანალიზი.


● უსაფრთხოება

ციფრული საფრთხეების ეპოქაში, Flitt მერჩანტების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს PCI DSS პირველი ხარისხის სტანდარტით, რაც გულისხმობს, რომ სერვისი უსაფრთხოდ ინახავს მონაცემებს და იცავს მომხმარებლის სენსიტიურ ინფორმაციას. PCI DSS არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უსაფრთხოების სტანდარტი გადახდების პროვაიდერებისთვის მსოფლიოში. მისი სერტიფიკატის მისაღებად, Flitt გადის ყოველწლიურ, დამოუკიდებელ QSA აუდიტს. გარდა ამისა, პლატფორმა ფლობს Anti-Fraud-ის ძლიერ შიდა სისტემას, რაც ბიზნესს თაღლითური ტრანზაქციების რისკებს უმცირებს.


● სტაბილურობა


Flitt მუშაობს ყოველგვარი ტექნიკური ხარვეზებისა თუ შეფერხებების გარეშე, ნებისმიერი დროის მონაკვეთში, რაც უზრუნველყოფს გადახდების უწყვეტობას, ზრდის conversion rate-ს და ამცირებს ოპერაციულ ხარვეზებს.


● სატესტო გარემო

გადახდების რეალურ გაშვებამდე, ბიზნესებს სატესტო გარემოსა და ბარათების გამოყენებით, მარტივად შეუძლიათ დარწმუნდნენ სისტემის გამართულ მუშაობაში.

● ინტეგრაცია ელკომერციის წამყვან პლატფორმებთან

Flitt თავსებადია ელექტრონული კომერციის წამყვან პლატფორმებთან, როგორიცაა Shopify, WIX, WooCommerce, CS cart და ა.შ. მათი მზა ინტეგრაციები და პლაგინები ბიზნესს ელექტრონული კომერციის დაწყებასა და განვითარებას უმარტივებს.

ამ ეტაპზე Flitt-ის სერვისებით სარგებლობა საქართველოს, უზბეკეთის, მოლდოვასა და სომხეთის ბაზრებზე რეგისტრირებულ ბიზნესებს შეუძლიათ, თუმცა მოგვიანებით მისი არეალი გაფართოვდება. დამატებითი ინფორმაციისთვის, თუ როგორ შეუძლია Flitt-ს განავითაროს თქვენი ბიზნესი, ეწვიეთ: Flitt.com

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები