მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მიხაელ შუმახერის ჯანმრთელობაზე განახლებული ცნობები გავრცელდა

შუმახერის ჯანმრთელობა

მიხაელ შუმახერს, გავრცელებული ინფორმაციით, ახლა უკვე შეუძლია დაჯდომა და აღარ არის საწოლს მიჯაჭვული მრავალწლიანი ფიზიკური თერაპიის შემდეგ.

ფორმულა 1-ის ლეგენდა საჯაროდ აღარ გამოჩენილა მას შემდეგ, რაც 2013 წლის დეკემბერში თხილამურებით სრიალისას მომხდარმა უბედურმა შემთხვევამ სიცოცხლისთვის საშიში თავის ტრავმა მიაყენა.

შუმახერზე მას შემდეგ ზრუნავენ მისი მეუღლე კორინა და ჯანდაცვის პროფესიონალთა გუნდი, რაც მან საფრანგეთის ალპებში, მერიბელში, თხილამურებით სრიალისას კლდეს დაარტყა თავი. იგი რამდენიმე თვის განმავლობაში მედიკამენტურად გამოწვეულ კომაში იმყოფებოდა, სანამ ჟენევის ტბასთან მდებარე საკუთარ სახლში დაბრუნდებოდა.

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მას შემდეგ მკაცრად გასაიდუმლოებულია, რადგან ოჯახი განსაკუთრებულად იცავს მის პირად სივრცეს. ახლა უკვე 57 წლის შუმახერი გადაადგილდება შვეიცარიასა და მალიორკაზე მდებარე საკუთარ საცხოვრებლებს შორის, და მისი ჯანმრთელობის შესახებ პოზიტიური სიახლეები გავრცელდა.

Daily Mail-ის ცნობით, შუმახერს ახლა შეუძლია დაჯდომა და, შესაბამისად გადაადგილება თავის საკუთრებებში. მიუხედავად იმისა, რომ მას სიარული არ შეუძლია, გერმანელი ლეგენდა აღარ არის საწოლზე მიჯაჭვული და მედდებისა და სამედიცინო პერსონალის დახმარებით ეტლით გადაადგილდება.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ შუმახერს არ აქვს ე.წ. “Locked-in Syndrome“ — მდგომარეობა, რომლის დროსაც ადამიანი სრულად აცნობიერებს გარემოს, მაგრამ რეაგირება მხოლოდ თვალების ხამხამით შეუძლია.

ოჯახთან დაახლოებული პირების ცნობით შუმახერი კვლავ ადევნებს თვალს ფორმულა 1-ს და მისი ხილვის შესაძლებლობა მხოლოდ ექსკლუზიურ პირებს შეუძლიათ მათ შორის “ფერარის” ყოფილ სპეციალურ მრჩეველ ჟან ტოდტს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები