განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ფიგურაა, ქართული ქირურგიის ისტორიაში, პროფესორი მიხეილ ჩაჩავა. ქართველი ქირურგი, მეცნიერი და პედაგოგი, რომელმაც ქართული ქირურგიის განვითარებაში სრულიად განსაკუთრებული კვალი დატოვა. იგი იყო ქართული ქირურგის ფუძემდებლის, გრიგოლ მუხაძის მოწაფე და სწორედ ამ დიდი სკოლის ტრადიციებზე აღიზარდა მისი პროფესიული საქმიანობა.ის შედიოდა იმ ცნობილ ქართველ ქირურგთა პლეადაში (ეგნატე ფიფიასთან, ალექსანდრე წულუკიძესთან და სხვებთან ერთად), რომლებმაც საფუძველი ჩაუყარეს ქართული ქირურგიის განვითარებას.


































