მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიხეილ ხიდურელი - Teleperformance-ის საქართველოში შემოსვლით, BPO ინდუსტრიის TOP-5 კომპანიიდან სამი უკვე საქართველოშია

აწარმოე საქართველოში
BM. GE
10.11.23 12:21
141
სტატიაში საუბარია:

"ბიზნეს პროცესების დისტანციურად მიწოდების სერვისის (BPO) ინდუსტრიის ტოპ ხუთი კომპანიიდან, სამი უმსხვილესი კომპანია უკვე საქართველოშია, რაც იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ BPO ინდუსტრია ჩვენს ქვეყანაში განვითარდა და საქართველო ამ ინდუსტრიისთვის ერთ-ერთი წამყვანი ლოკაცია გახდა", - განაცხადა მიხეილ ხიდურელმა ფრანგული კომპანია Teleperformance-ის საქართველოში ოპერირების დაწყების კომენტირებისას.

სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" დირექტორის თქმით, კომპანიის ქვეყანაში შემოსვლას წინ უძღოდა ერთწლიანი მოლაპარაკებები, ვიზიტები და შეხვედრები საქართველოში.

"საბოლოოდ ჩვენ შევძელით და დავარწმუნეთ კომპანია საქართველოში ინვესტირებით, რისი ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი საქართველოში კვალიფიციური მუშახელი იყო. დღეისთვის Teleperformance-ი მსოფლიოს მასშტაბით 410 000-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს და სასიხარულოა, რომ მათ რიცხვს საქართველოში დასაქმებულებიც შეემატებიან.

Teleperformance-ის ქვეყანაში შემოსვლით ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ BPO ინდუსტრიის მსოფლიოს სამი უმსხვილესი კომპანია უკვე საქართველოშია, რაც იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ , აქ არსებული ჯანსაღი ბიზნეს გარემო და შესაძლებლობები ძლიერ კონკურენციას უწევს მსოფლიოს სხვა ქვეყნებს", - განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.

Teleperformance 1978 წელს საფრანგეთში შეიქმნა. კომპანია მომხმარებლებთან ურთიერთობის მენეჯმენტის, კონტენტის მოდერაციის, კომუნიკაციის უზრუნველყოფითა და ტელემარკეტინგის სფეროში უდიდესი გამოცდილებითაა ცნობილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები