მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიხეილ ნამადოვი:"ლოგისტიკა ქვეყნის ეკონომიკის წამყვანი დარგი ხდება"

ლოგისტიკა ქვეყნის ეკონომიკის წამყვანი დარგი ხდება
16.01.24 17:04
581

2023 წელს ლოგისტიკური სექტორი მნიშვნელოვანი გამოწვევებისა და შესაძლებლობების წინაშე დადგა. მსოფლიო ბანკის მხრიდან წარმოდგენილი ანგარიშის მიხედვით 2030 წლისთვის მოსალოდნელია ტვირთბრუნვის გასამმაგება და მისი მოცულობა 11 მილიონ ტონას მიაღწევს.

საქართველოსთვის გაჩნდა შესაძლებლობა, რომ ქვეყანამ მისი სტრატეგიული მდებარეობა მაქსიმალურად ნაყოფიერად გამოიყენოს, თუმცა მნიშვნელოვანია დაჩქარებული მოქმედებები, როგორც ბიზნესის მხრიდან ასევე საჯარო სექტორისგან.

ლოგისტიკური საქმიანობის შეფასებას უფრო ვრცლად kairos logistics-ის გენერალური დირექტორი მიხეილ ნამადოვი ეხმიანება:

“მიმდინარე წელი ლოგისტიკური სექტორისთვის, განსხვავებული და მეტად პროგნოზირებადი გახდა. სტატუსის მიღებამ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ დღეს უკვე ევროპისთვის არა მხოლოდ პოლიტიკურად, არამედ ეკონომიკურადაც მიმზიდველნი ვხდებით. ტრანსკასპიური კორიდორის წყალობით, საქართველომ წარმატებით შეინარჩუნა ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი უალტერნატივო ჰაბის ფუნქცია, ეს კი რა თქმა უნდა დიდი სტიმულია ლოგისტიკური სექტორისთვის.

Kairos Logistics უკვე 10 წელია ბაზარზე წარმატებით ოპერირებს და ყოველდღიური მუშაობის შედეგად 2023 წელს მსოფლიოს 27 ქვეყანაში, 18 მილიონამდე ბოთლი ღვინო და 14 მილიონამდე მინერალური წყლის გადაზიდვა უზრუნველვყავით, დავამატეთ ახალი ფილიალი აზერბაიჯანში და დღეს უკვე 6 ქვეყანაში ვართ წარმოდგენილნი. ვზრდით ევრო-6 სტანდარტის სატრანსპორტო საშუალებებს,თებერვალში კი თბილისის შემოვლით გზაზე A კლასის თერმო რეჟიმის 12.000 ევრო პალეტზე გათვლილ ლოგისტიკურ ცენტრს ვხსნით, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო იქნება, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში. გარდა ამისა, აქტიურად ვვითარდებით და ვხდებით რეგიონალური ლოგისტიკური კომპანია. თუ აქამდე ერთ-ერთი წამყვანი ვიყავით საქართველოში დღეს, უკვე გვაქვს ამბიცია და რეალური შესაძლებლობა, რომ შუა დერეფანში წამყვანი ლოგისტიკური პარტნიორი ვიყოთ საერთაშორისო მულტინაციონალური კომპანიებისთვის.

ძირითადი გამოწვევა დღეს ჩვენთვის უკრაინაში მიმდინარე მოვლენებია, თუმცა მიუხედავად არსებული რისკებისა ჩვენ არ შეგვიწყვეტია უკრაინასთან თანამშრომლობა, მეტიც ეს დღეს ჩვენთვის სწორედ წამყვანი მიმართულებაა.

საერთო ჯამში კომპანია წინა წელთან შედარებით 48%-ით გაიზარდა და ვიმედოვნებთ, რომ ეს მზარდი ტენდენცია მომავალშიც შენარჩუნდება.“

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები