მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიხეილ სარჯველაძე აზერბაიჯანის ჯანდაცვის მინისტრს შეხვდა

მიხეილ სარჯველაძე

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრ თეიმურ მუსაევს შეხვდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორმხრივი შეხვედრა, ბაქოში მიმდინარე, გაერო-ს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.

მხარეებმა, ორ ქვეყანას შორის არსებულ პარტნიორობასა და საერთო პროექტებზე ისაუბრეს. განიხილეს ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით მიმდინარე პროგრამები. ასევე, იმსჯელეს ერთობლივ სამომავლო გეგმებზე.

"მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, შეხვედრაზე, ორმხრივი თანამშრომლობის ფორმალიზაციისა და გაღრმავების პრაქტიკულ ნაბიჯებზე შეთანხმდნენ, რაც მნიშვნელოვანია როგორც საქართველოს, ისე - აზერბაიჯანისთვის.

მიხეილ სარჯველაძე, აზერბაიჯანის დედაქალაქში, ოფიციალური ვიზიტით იმყოფება და გაერო-ს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციაში მონაწილეობს, სადაც ჯანდაცვისა და შრომის მიმართულებით, მთავრობის ხედვებსა და მიმდინარე პროგრამებზე ისაუბრებს.

კონფერენციაზე, ასევე, წარმოდგენილია სხვადასხვა ქვეყნის პავილიონები. საერთაშორისო ღონისძიებაზე მოწყობილი საქართველოს კუთხე, ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ პატარაძესთან ერთად მოინახულა",- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები