მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციის უფროსი ქეთევან კვინიკაძე იქნება

ქეთევან კვინიკაძე

მიხეილ ყაველაშვილმა საკუთარი ადმინისტრაციის უფროსად ქეთევან კვინიკაძე დანიშნა.

ქეთევან კვინიკაძე დღემდე საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის თანამდებობას იკავებდა.

ვინ არის ქეთევან კვინიკაძე?

პროფესიით იურისტი კვინიკაძე არასამთავრობო სექტორის ყოფილი წარმომადგენელია 7 წლიანი გამოცდილებით. პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ამის შემდეგ კიკნაველიძე "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების დროს ხდება საჯარო მოხელე.

  • 2002-2004 - არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივა“, პროექტის იურისტი;
  • 2004-2009 - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, პროექტების დირექტორი;
  • 2005-2008 -კოალიცია „საჯარო ფინანსების გამჭვირვალეობისათვის“, გამგეობის წევრი/გამგების თავმჯდომარე;
  • 2006-2009 - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, გამგეობის წევრი;
  • 2007-2009 - ფონდი „ათასწლეულის გამოწვევა საქართველო“, სამოქალაქო მონიტორინგის
    კომიტეტის წევრი;
  • 2008 -2009 - ფონდი „ათასწლეულის გამოწვევა საქართველო“, გამგეობის წევრი;
  • 2009-2010 - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „აღსრულების ეროვნულ ბიურო“, ადმინისტრაციის უფროსი/თავმჯდომარის მოადგილე;
  • 2011-2012 - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, ადმინისტრაციის უფროსი;
  • 2013 - სს საქართველოს ბანკის „მომავლის ფონდი“, დირექტორი;
  • 2013-2018 - სსიპ „იუსტიციის უმაღლესი სკოლა“, დირექტორის მოადგილე;
  • 2018-2019 - სსიპ „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი“, ქვეპროგრამის -
    „უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარება და ინტერნაციონალიზაცია“ მენეჯერი;
  • 2019 – 2021 - საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის მოადგილე;
  • 2021 - დღემდე - საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები