თბილისის მერიის "მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის" პროგრამაში მეწარმეთა დაფინანსების ზედა ზღვარი, გასული წლის ₾20 000-ის ნაცვლად, წელს ₾50 000-მდე გაიზარდა - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის გუშინდელ სხდომაზე ისაუბრა და პროგრამაში მონაწილეობისთვის განცხადებების მიღება გამოაცხადა.
მისივე თქმით, პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია თბილისში რეგისტრირებულ ყველა მოქმედ მიკრო და მცირე მეწარმეს, რომელიც ბაზარზე სულ მცირე ორი წელია, უწყვეტად ოპერირებს. ვის და რა მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევს პროგრამაში მოსახვედრად და როგორა გასული წლის შედეგები?
სტუმარი: ვახტანგ ლომჯარია - თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი;


































