მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მიკრო მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ახალი პირობები – გრანტი იზრდება

5b5d48d889287
დავით ჯალაღონია
29.07.18 10:00
4574

სახელმწიფო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" მიკრო მეწარმეობის ხელშეწყობის კომპონენტი სავარაუდოდ, წელს განახლდება.

როგორც BM.GE-ს სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ხელმძღვანელმა მიხეილ ხიდურელმა განუცხადა, თუ აქამდე პროგრამა დამწყები მიკრო მეწარმეებისთვის 5000–დან 15 000 ლარამდე გრანტებს ითვალისწინებდა, განახლებული პირობებით, ბენეფიციარი მხოლოდ 20 000 ლარიან დაფინანსებას მიიღებს, 20%–იანი თანამონაწილეობის ვალდებულება კი ისევ ძალაში დარჩება.

გარდა ამისა, "აწარმოე საქართველოში" ხელმძღვანელის ინფორმაციით, პროგრამა უკვე დაწყებული მცირე ბიზნესის განვითარების მსურველთა ინტერესებსაც გაითვალისწინებს და მათ სახელმწიფო 20 000 ლარით, 50%–იანი თანამონაწილეობის შემთხვევაში დააფინანსებს.

"შემოდგომამდე ძალიან ბევრს ვმუშაობთ მთავრობასთან ერთად, რომ დავხვეწოთ და გავითვალისწინოთ ის პატარა ხარვეზები, რაც ამ პროექტს ჰქონდა და შესაბამისად, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ახალი პროექტი ძალიან მალე დაიწყება", – აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პროგრამა სახელმწიფომ 2015 წელს დაიწყო და მის ფარგლებში 5 313 პროექტი დააფინანსა, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა 50 მლნ ლარამდეა. მიმდინარე წელს მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა აღარ გაგრძელდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები