მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიკრო სადგურების მშენებლობაზე მოთხოვნა შემცირდა - ბიზნესი ნეტო დარიცხვის სქემაში ცვლილებებს ითხოვს

ახალი მიკროსიმძლავრის სადგურების მშენებლობაზე მოთხოვნა შემცირებულია, რისი მიზეზიც ნეტო დარიცხვის სისტემაზე გადასვლაა - ამის შესახებ მზის სადგურების მშენებელ კომპანიებში აცხადებენ. კერძო სექტორის ინფორმაციით, ამ დროისთვის ნეტოდარიცხვის სისტემაში მხოლოდ 100-მდე მომხმარებელია ჩართული, რაც მათი შეფასებით საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია. ბიზნესის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მიუხედავად მცირედი ზრდისა, ნეტო დარიცხვის სისტემის ფარგლებში შესასყიდი ელექტროენერგიის ტარიფი კვლავ საკმაოდ დაბალია, რაც ქვეყანაში ახალი მიკროსიმძლავრის სადგურების მშენებლობის მიმართ ინტერესს ამცირებს. როგორ მუშაობს ნეტო დარიცხვის სისტემა და როგორია მარეგულირებელი კომისიის პოზიცია?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები