მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიკროავტობუსების უმრავლესობა საერთოდ არ მიდის ტექინსპექტირებაზე - დავით მესხიშვილი

63da7a9169603
ანუკა ჯოხაძე
05.02.23 16:30
1727
პირველი თებერვლიდან ავტოსატრანსპორტო საშუალებების განმეორებითი ტექნიკური ინსპექტირება ფასიანი გახდა. გასული წლის ბოლოს მთავრობის მიერ მიღებული დადგენილება და მას მოყოლილი ცვლილებები კერძო სექტორისგან დადებითად ფასდება, თუმცა ამბობენ, რომ 4 წლის წინ ამოქმედებული რეფორმის აღსრულება გამოწვევაა, ტექინსპექტირების ცენტრებში მიმართვიანობა ისევ დაბალია.

საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის პრეზიდენტი ამბობს, რომ ქვეყანაში ტექინსპექტირების ცენტრებში მიმართვიანობა ავტომობილების რაოდენობის ზრდის მიუხედავად მაინც დაბალია.

დავით მესხიშვილის თქმით, ყველაზე პრობლემური სამარშრუტო ტაქსებია, რომლებიც ტექინსპექტირებას გარკვეული მიზეზების გამო თავს არიდებენ და ქალაქებს შორის მგზავრები გაუმართავი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაჰყავთ.

“ავტოპარკი დაახლოებით 200 000-ით გაიზარდა, ამ ფონზე კი ტექინსპექტირების ცენტრებში მიმართვიანობა შემცირებულია. ეს ნიშნავს, იმას რომ ძალიან მწვავედ დგას პრობლემა კანონის აღსრულებასთან დაკავშირებით. განსაკუთრებით საგანგაშოა საქალაქთაშორისო მიმოსვლის შემთხვევა, როდესაც მიკროავტობუსების აბსოლუტური უმრავლესობა საერთოდ არ მიდის ტექინსპექტირებაზე, შესაბამისად, მგზავრები ტექნიკურად გაუმართავი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილდებიან.

ძირითად ნაწილში, ეს ტრანსპორტი არის სატვირთო და ის არის კუსტარულად გადაკეთებული, შესაბამისად, სწორედ ამიტომ, დიდი ალბათობით, ისინი თავს არიდებენ ტექინსპექტირებას.”-აცხადებს საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის პრეზიდენტი.

დავით მესხიშვილი ამბობს, რომ კანონის აღსრულება დღესაც გამოწვევაა. მისი თქმით, გზებზე ავტომანქანების ვიზუალური კონტროლი არ ხორციელდება, ხოლო ჭკვიანი კამერები გამართულად არ მუშაობს.

“გზებზე კანონის აღსრულება არ არის სათანადო დონეზე, დღემდე ის მხოლოდ დამოკიდებულია ჭკვიან კამერებზე. თუ ჭკვიანი კამერა აღრიცხავს, ამ შემთხვევაში ხდება საჯარიმო სანქციის გამოწერა, მაგრამ ჭკვიანი კამერების მოცვა არ არის საკმარისი. მეორე ფაქტორია ის, რომ ჭკვიანი კამერები ხშირად გაუმართავად მუშაობს.” - ამბობს დავით მესხიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები