მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიკრობანკ “ემბისის" ობლიგაციებში 4 მილიონი ლარის საპენსიო დანაზოგი ჩაიდო

საპენსიო ფონდი

მიკრობანკმა “ემბისიმ" 21.3 მილიონი ლარის მოცულობის 2-წლიანი ობლიგაციები განათავსა, რომლის ერთ-ერთი ინვესტორი საქართველოს საპენსიო ფონდია.

როგორც BM.GE-ს საპენსიო ფონდში განუცხადეს, “ემბისის" ობლიგაციებში 4 მილიონი ლარი ჩაიდო, რაც მთლიანი ემისიის 20%-ია.

“ემბისის" ემისია "თიბისი კაპიტალის" მხარდაჭერით, „აწარმოე საქართველოში“ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოხდა და 60 მილიონი ლარის ობლიგაციების პროგრამის პირველი ტრანშია. "თიბისი კაპიტალის" ინფორმაციით, ობლიგაციების საპროცენტო განაკვეთი TIBR 3M+4.0%-ით განისაზღვრა.

30 აპრილის მდგომარეობით, საპენსიო ფონდის აქტივების მოცულობამ 6.7 მილიარდ ლარს, ხოლო ჯამურმა ამონაგებმა 1.6 მილიარდ ლარს მიაღწია. საპენსიო სქემაში 1 მილიონ 612 ათასი მონაწილეა ჩართული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები