მიკრობანკები მარეგულირებელი ჩარჩოს მოთხოვნების შემსუბუქების საჭიროებაზე საუბრობენ. სექტორის მონაწილეები აცხადებენ, რომ ბაზრის ამ სეგმენტისთვის დაწესებული მოთხოვნები პრაქტიკულად კომერციული ბანკების მსგავსია და საჭიროა, რომ მარეგულირებელთან რეგულაციების გამარტივებაზე დიალოგი დაიწყოს. ერთ-ერთი მოთხოვნა, რომლის გამარტივებასაც საფინანსო ბაზრის მოთამაშეები ითხოვენ, დეპოზიტების მოზიდვაზე დაწესებული ლიმიტებია. ამასთან, სექტორში მიიჩნევენ, რომ საჭიროა გადაიხედოს მიკრობანკების პორტფელის სტრუქტურის მოთხოვნებიც. რა მიმართულებით ითხოვენ მიკრობანკები მარეგულირებელი ჩარჩოს მოთხოვნების შემსუბუქებას და რა კომუნიკაცია აქვთ მათ ეროვნულ ბანკთან.






























