მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მიკრობანკების მოგება გაიზარდა - როგორ ვითარდებიან საფინანსო ბაზარზე ახალი მოთამაშეები?

მიკრობანკების მოგება გაიზარდა. 2026 წლის ოთხ თვეში ბაზარზე არსებული ორი მიკრობანკის ჯამურმა წმინდა მოგებამ 7.1 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წლიურად 33%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ზრდას აჩვენებს საფინანსო ორგანიზაციების საკრედიტო პორტფელიც. როგორც მიკრობანკებში აცხადებენ, ახალი სტატუსის მიღების შედეგად მსესხებლების არეალის გაფართოება შეძლეს. მიუხედავად შედარებით მაღალი ზრდის ტემპისა, მიკრობანკებში ამბობენ, რომ ბაზარზე გამოწვევებიცაა, რასთან დაკავშირებითაც ეროვნულ ბანკთან გარკვეული საკითხები უკვე დააყენეს. როგორ ვითარდებიან მიკრობანკები და მოსალოდნელია, თუ არა ბაზარზე ამ მიმართულებით ახალი მოთამაშეების გამოჩენა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები