მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, რომლებმაც მიკრობანკის ლიცენზიაზე განაცხადი შეიტანეს, კანონმდებლობაში ცვლილებებს ელიან. როგორც მისოებში აცხადებენ, ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობასთან გამართულ შეხვედრაზე მათ რამდენიმე რამდენიმე საკითხი დააყენეს. მათ შორისაა, რომ ახალი ტიპის საფინანსო ორგანიზაციებს, მიკრობანკებს უცხოურ ვალუტაში სესხების გაცემის უფლება ჰქონდეთ. გარდა ამისა, სექტორის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ მიკრობანკებისთვის რიგი რეგულაციები უნდა გამარტივდეს. დარგის წარმომადგენლები ელიან, რომ შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში განსახილველად მიმდინარე წლის განმავლობაში შევა.