მიკრობანკებმა წლის პირველი ნახევარი მოგებით დახურეს. ეროვნულ ბანკში წარდგენილი მონაცემებით მიკრობანკების ჯამური წმინდა მოგება 10.5 მლნ ლარამდე იყო. ბაზარზე ამ ეტაპზე 2 მიკრობანკია. მათ შორის, მიკრობანკი კრისტალი 691.2 მლნ ლარის აქტივებით სექტორში მე-11 პოზიციაზეა, ემბისის კი, 209 მლნ ლარის აქტივებით საბანკო სექტორში მე-17 პოზიცია უჭირავს. ბაზრის ამ ახალ მოთამაშეებს ჯამში 771 მლნ ლარის სესხები აქვთ გაცემული და 58.3 მლნ ლარის დეპოზიტები აქვთ მოზიდული. დადებითი მაჩვენებლების მიუხედავად, საქართველოს საბანკო ბაზარზე მიკრობანკების წილი ჯერ 1 %-ზე ნაკლებია - როგორი იყო მიკრობანკების 1.5 წლიანი ოპერირება ბაზარზე, სად არის გაჯერებულ ბაზარზე მიკრობანკების ადგილი და სად ხედავენ ზრდის პერსპექტივას?
სტუმარი: გია პეტრიაშვილი - მიკრობანკ „ემბისის“ გენერალური დირექტორი


































