მიკრობანკებს საქმიანობის არეალი ფართოვდება - ამას პარლამენტში ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის შოთა ბერეკაშვილისა და ამავე კომიტეტის წევრების მიერ წარდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს. დოკუმენტის თანახმად, მიკრობანკებს უცხოურ ვალუტაში სესხების გაცემა და საფინანსო ბაზარზე საშუამავლო მომსახურების გაწევა შეეძლებათ. იცვლება მიკრობანკების პორტფელის კომპოზიციაც, სესხის გაცემის ზღვარი კი ორმაგდება. რა არის წარმოდგენილი ცვლილებების მოტივი და რა შეიცვლება ამით საფინანსო ბაზარზე?






























