სესხების გაცემა უცხოურ ვალუტაში და საფინანსო ბაზარზე საშუამავლო მომსახურების გაწევა - მიკრობანკებს საქმიანობის არეალი ფართოვდება. მიკრობანკებთან კონსულტაციით პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილებით, ეს საფინანსო ინსტიტუტები უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების უფლებას მიიღებენ, იცვლება მიკრობანკების პორტფელის კომპოზიციაც და ორმაგდება სესხის გაცემის ზღვარი. რა არის წარმოდგენილი ცვლილებების მოტივი და რა შეიცვლება ამით საფინანსო ბაზარზე?






























