მიკრობანკებისთვის რეგულაციები მარტივდება და საქმიანობის არეალი ფართოვდება - ამას ითვალისწინებს პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი, პროექტის თანახმად, მიკრობანკებს უცხოურ ვალუტაში სესხების გაცემა, საფინანსო ბაზარზე საშუამავლო მომსახურების გაწევა და უძრავი ქონების იჯარით გაცემა შეეძლებათ. ამასთან, სამეწარმეო მიზნებისთვის გაცემული სესხების მინიმალური წილი 70%-დან 50%-მდე შემცირდება, ხოლო ერთ მსესხებელზე ან ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფზე დაკრედიტების მაქსიმალური ლიმიტი 1 მილიონიდან 2 მილიონ ლარამდე გაიზრდება. ინიციატივის ერთ-ერთი მიზანი საბანკო სექტორში კონკურენციის წახალისებაა. რას შეცვლის დაანონსებული საკანონმდებლო ცვლილებები მიკრობანკების ბაზარზე და როგორ ვითარდება ეს სექტორი?
სტუმარი: ილია რევია - მიკრობანკი „კრისტალის“ გენერალური დირექტორი






























