მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიკრობანკის ლიცენზია შესაძლებლობას მოგვცემს, უფრო აქტიურად დავაკრედიტოთ SME სექტორი - "კრისტალი"

კრისტალი

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალში“ აცხადებენ, რომ მიკრობანკის ლიცენზიის მიღება მათ შესაძლებლობას მისცემს, უფრო აქტიურად დააკრედიტონ მცირე და საშუალო ბიზნესის სეგმენტი.

როგორც “კრისტალის” უფროსმა აღმასრულებელმა ოფიცერმა, ილია რევიამ BMG-ის განუცხადა, მოლოდინია, რომ ლიცენზიის მიღების პროცესი უახლოეს თვეებში დასრულდება, წლის მეორე ნახევარში კი ორგანიზაცია უკვე ბაზარზე მიკრობანკის სტატუსით გააგრძელებს საქმიანობას.

მისი თქმით, ახალი სტატუსი საფინანსო ორგანიზაციებს შესაძლებლობას მისცემს, მომხმარებლებს უფრო ფართო სეგმენტის პროდუქტები შესთავაზონ.

„მიკრობანკებს დეპოზიტების მიღების შესაძლებლობა ექნებათ, ასევე წვდომა ეროვნული ბანკის რეფინანსირების სესხებზე, რაც საფინანსო ორგანიზაციებს ხარჯებს შეუმცირებს. ჩვენი მოლოდინია, ლიცენზიის მიღების პროცედურები წლის პირველ ნახევარში დადებითად დასრულდება და წლის მეორე ნახევარში ბაზარზე უკვე როგორც მიკრობანკი წარვდგეთ შესაბამისი პროდუქტებით და შემდეგ ეტაპობრივად დავამატებთ ციფრულ არხებს. სესხის გაცემის გაზრდილი ლიმიტები შესაძლებლობას მოგვცემს, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების მიმართულებით უფრო აქტიურები გავხდეთ“, - განაცხადა ილია რევიამ.

ცნობისთვის, ეროვნულ ბანკში მიკრობანკის ლიცენზიის მისაღებად განაცხადი გასული წლის ბოლოს ორმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ „კრისტალმა" და MBC-მ წარადგინეს. მიკროსაფინანსოებისგან განსხვავებით, მიკრობანკებს უფლება ექნებათ, მომხმარებელს ანგარიში და ანაბარი გაუხსნან, ასევე 1 მილიონ ლარამდე მოცულობის სესხებიც გასცენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები