საქართველოში მიკრობანკის პირველი ლიცენზია MBC-მ მიიღო. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია-მ საქართველოს ეროვნულ ბანკში მიკრობანკის ლიცენზიის მისაღებად განაცხადი 2023 წლის ნოემბერში შეიტანა. განაცხადის დაკმაყოფილების შემდეგ როგორ და რა სიახლეებს შესთავაზებს კომპანია მომხმარებლებს ამაზე რამდენიმე წამში გია პეტრიაშვილთან, ემბისის გენერალურ დირექტორთან ვისაუბრებთ. და აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მიკრობანკის სტატუსზე განაცხადი შეტანილი აქვს ასევე მიკროსაფინანსო კრისტალსაც. ამ შემთხვევაში, როგორც მისო-ების ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე ნინო დევდარიანმა BM.GE-სთან აღნიშნა, „კრისტალის“ განაცხადი განხილვის პროცესშია. რაც შეეხება ემბისის, ახალი სტატუსი კომპანიისთვის ნიშნავს, რომ საფინანსო სექტორში იღებს სტატუსს, როცა და თუ აქამდე დეპოზიტების მიღების უფლება როგორც მიკროსაფინანსოს არ ჰქონდა, ახლა ამის შესაძლებლობა და ფულის მოზიდვის ალტერნატიული წყაროები გაუჩნდება, რამაც მომხმარებელს სესხი უნდა გაუიაფოს. მათ შორის კიდევ უფრო საინტერესო უნდა იყოს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის.
სტუმარი: გია პეტრიაშვილი - „ემბისის“ - გენერალური დირექტორი;