მიკრობანკმა “ემბისიმ", 21.3 მილიონი ლარის მოცულობის 2-წლიანი ობლიგაციები განათავსა.
ემისია "თიბისი კაპიტალის" მხარდაჭერით, „აწარმოე საქართველოში“ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოხდა და 60 მილიონი ლარის ობლიგაციების პროგრამის პირველი ტრანშია.
"თიბისი კაპიტალის" ინფორმაციით, ობლიგაციების საპროცენტო განაკვეთი TIBR 3M+4.0%-ით განისაზღვრა და მისი ერთ-ერთი ინვესტორი საქართველოს საპენსიო ფონდია, რომელმაც მიკრობანკის ობლიგაციებში პირველად განახორციელა ინვესტიცია.
ცნობისთვის, "ემბისი" პირველი ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში, რომელმაც მიკრობანკის ლიცენზია მიიღო. კომპანიის ძირითადი საქმიანობა მოიცავს მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებას.