მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, რომლებმაც მიკრობანკის ლიცენზიაზე განაცხადი შეიტანეს, კანონმდებლობაში ცვლილებებს ელიან. როგორც MBC-ში აცხადებენ, გასული წლის ბოლოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა ჰქონდათ, სადაც მათ რამდენიმე საკითხი, მათ შორის, სავალუტო სესხების გაცემის უფლების მიღებაც დააყენეს. დარგის წარმომადგენლები ელიან, რომ შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში განსახილველად მიმდინარე წლის განმავლობაში შევა. ამასთან, სექტორის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ მიკრობანკებისთვის რიგი რეგულაციები უნდა გამარტივდეს. რა მოთხოვნები აქვს ბიზნესს და რატომ?