მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სააგენტოში „აწარმოე საქართველოში“ ბიზნეს იდეაზე 17 300-მდე განაცხადი შევიდა. სააგენტოს ხელმძღვანელის, მიხეილ ხიდურელის განცხადებით, როგორც მოსალოდნელი იყო, პროგრამაში ჩართვის მსურველი მეწარმეების გამოხმაურება ძალიან დიდია. აღნიშნული პროგრამით სარგებლობა მხოლოდ იმ ბენეფიციარებს შეეძლოთ, რომელთაც საგრანტო პროგრამით არასდროს უსარგებლიათ. ასევე მათ, რომელთაც პროგრამიდან გრანტი ერთხელ უკვე მიიღეს.
როგორც ხიდურელი bm.ge-თან განმარტავს, 21 სექტემბრიდან სააგენტო უკვე დაიწყებს ბიზნესგეგმების მიღებას, რაც იმას ნიშნავს, რომ პროგრამაში მონაწილეობას მიიღებენ დამატებით ის ადამიანები, ვინც არსებულ ბიზნესს აფართოვებს.
„ეს პროექტი გაგრძელდება მომავალ წელსაც და ვმუშაობთ იმაზე, რომ უფრო დავხვეწოთ პროგრამა. გვინდა კომპანიებს ჰქონდეთ მომავალი და დაფინანსების დღიდან ბოლომდე დავუდგებით გვერდით,რომ ეს კომპანიები გახდნენ დიდები, აწარმოონ პროდუქტი, ჩაანაცვლონ იმპორტი და სასიხარულო იქნება თუ ისინი ექსპორტზეც გავლენ.
საგრანტო პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარებს 15 000-ის ნაცვლად 20 000 ლარით მაქსიმალური დაფინანსების მიღება შეუძლიათ.

























