მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ხელისუფლებასთან კონსულტაციებით განებივრებული არ ვართ"

5878be59d72a6
BM.GE
13.01.17 15:45
1955
"მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ხელისუფლებასთან კონსულტაციებით განებივრებული არ ვართ", - განცხადება ბიზნესკონტრაქტის ეთერში მიკროსაფინანსო ორგანიზაციების გაერთიანების თავმჯდომარემ ბესიკ შენგელიამ გააკეთა. მისი განცხადებით, არც ეროვნული ბანკის და არც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმართ მიკროსაფინანსო სექტორს პრეტენზიები არ აქვს და ეს ორი უწყებაა, რომელიც დარგთან თანამშრომლობს.

"ზოგადად არ ვართ განებივრებული კონსუტაციებით, თუ ვინმე რამეს გვეკითხება ესაა მაია მელიქიძე და ეროვნული ბანკი", - განაცხადა შენგელიამ. რაც შეეხება დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებს, მისი თქმით, მიკროსაფინანსო სექტორი ყოველთვის მიმართული იყო კლიენტების ინტერესების დაცვაზე.

"ბაზრის მოთხოვნაც ყოველთვის იყო კლიენტის ინეტრესების დაცვა. თუ საუბარია, იმაზე რომ აბსოლუტურად ჩახსნილია კონსულტაციებისგან ის სფერო რომელსაც ამხელა გამოცდილება აქვს, არასწორია. ჩვენ არ ვართ არაკონსტრუქციული სექტორი. ტექნიკური თვალსაზრისით ბევრად კარგი იქნებოდა ჩვენი სფეროს ჩართვა, რადგან ბევრი ინფორმაციის მიწოდება შეგვეძლო", - განაცხადა შენგელიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები