მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მოგება გაიზარდა - როგორია სექტორის ფინანსური მაჩვენებლები?

BM.GE
18.05.23 13:16
184
მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წმინდა მოგება 29,9 მლნ ლარამდე გაიზარდა - ამის შესახებ მისო-ების 2023 წლის პირველი კვარტლის ფინანსურ მაჩვენებლებშია აღნიშნული. როგორც ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემებიდან ჩანს, წელს 3 თვეში მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა 29 938 426 ლარის წმინდა მოგება მიიღეს, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 28 457 642 ლარის.

ამასთან, ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, 2023 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით, მისო-ების მთლიანი აქტივები შეადგენდა 1,866 მლრდ ლარს, მთლიანი კაპიტალი კი 682,7 მლნ ლარს.

სტუმარი: ნინო დევდარიანი - "საქართველოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის" ხელმძღვანელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები