"ჩვენთვის ამოსავალია, რომ ორგანიზაციები, რომლებიც ბაზარზე არიან, იყვნენ ფინანსურად სტაბილურები და მათ ნორმალურად შეძლონ ფუნქციონირება“ , - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან ახალი კანონპროექტის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომლის თანახმადაც, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს რეგულაციები უწესდებათ, მათ შორის, ერთ-ერთია მინიმალური კაპიტალის მოთხოვნა.
კობა გვენეტაძემ იმედი გამოთქვა, რომ იმ კანონპროექტის განხილვა, რომელიც პარლამენტშია შესული, მალე დაიწყება.
„ის რომ რეგულირება აუცილებელია ამაში ორი აზრი არ არსებობს“, - ამბობს კობა გვენეტაძე. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, შემცირდება თუ არა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რაოდენობა ახალი რეგულაციების შემდეგ, - ამას ბაზარი დაარეგულირებს.

























