საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრირებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რაოდენობა ოქტომბერში 3-ით შემცირდა, 21-ით შემცირდა ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რაოდენობა და კომერციული ბანკების 1 სერვის-ცენტრი დაიხურა.
სებ-ის სტატისტიკის მიხედვით, მიმდნარე წლის ოქტომბრის ბოლოსთვის, საქართველოში 67 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ოპერირებდა და წლიურ ჭრილში მათი რაოდენობა 15.2%-ით არის შემცირებული.
2018 წლის ოქტომბრის ბოლოსთვის საქართველოში ვალუტის გადამცვლელი 1030 ჯიხური ოპერირებდა წლიურად მათი რაოდენობა 83-ით არის შემცირებული.
რაც შეეხება კომერციულ ბანკებს, ოქტომბრის ბოლოსთვის 15 კერძო ბანკი იყო ბაზარზე, რაც 1-ით ნაკლებია შარშანდელ ოქტომბერთან შედარებით. 15-დან 14 ბანკში, უცხოური კაპიტალი მონაწილეობს. მათ აქვთ 134 ფილიალი და 799 სერვის-ცენტრი.
ჯამური სააქციო კაპიტალის მოცულობამ ოქტომბრის ბოლოსთვის 4.861 მლრდ ლარი შეადგინა.
1 წელიწადში ბანკების ჯამური სააქციო კაპიტალი 599 მლნ ლარით გაიზარდა.