მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს 100 000 ლარამდე თამასუქის გაცემა ეკრძალებათ

58621f38e0f62
სალომე მეცხვარიშვილი
27.12.16 13:35
3495
ბანკების და საკრედიტო კავშირების გარდა სხვა მეწარმე სუბიექტებს 100 ათას ლარამდე ღირებულების თამასუქის გაცემა ეკრძალებათ. შესაბამისი საკანონმდებლო წინადადებით საქართველოს მთავრობა გამოდის. ცვლილება ვრცელდება იმ სუბიექტებზე, რომლებიც თამასუქს 20-ზე მეტ პირზე გასცემენ. ეროვნული ბანკის განმარტებით, შეზღუდვა ვრცელდება ყველა მეწარმე სუბიექტზე, მათ შორის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე, ონლაინ სესხებზე და ა.შ.

„მეწარმე სუბიექტს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით ლიცენზირებული კომერციული ბანკისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებისა - საკრედიტო კავშირისა, ეკრძალება 100 000 ლარამდე ღირებულების თამასუქის ფიზიკურ პირზე გაცემა. ამ პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება თუ მეწარმე სუბიექტი თამასუქის გაცემას ახორციელებს მხოლოდ 20–ზე ნაკლები ფიზიკურ პირზე“,- ნათქვამია კანონპროექტში.

განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ კანონპროექტის მიღების მიზეზია თამასუქის გაცემის დროს მომხმარებელთა ულებების დაცვა.

"კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გარკვეული სახის გავლენა მოახდინოს იმ პირთა ფინანსურ შედეგებზე, რომლებზეც გავრცელდება კანონპროექტის მოქმედება, ვინაიდან კანონპროექტით დგინდება ფიზიკურ პირთა ფინანსური დაცვის გარანტიები. ამ ეტაპისთვის ზუსტი განსაზღვრა თუ რა სახის გავლენას იქონიებს კანონპროექტი იმ პირთა ფინანსურ შედეგებზე, ვისზეც გავრცელდება იგი, შეუძლებელია",- ნათქვამია განმარტებით ბარათში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები