მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან ვალების განულებაზე არანაირი მოლაპარაკება არ გამართულა"

5bf2698cd66e9
თამუნა დემეტრაშვილი
19.11.18 11:42
9313
მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის ხელმძღვანელი ბესიკ შენგელია bm.ge-სთან საუბრისას უარყოფს რაიმე სახის მოლაპარაკებას, რომელიც ვალების განულებას უკავშირდება. მისი თქმით, ინიციატივის შესახებ დღეს შეიტყო და არც ველების დაფარვის მექანიზმის შესახებ იცის რაიმე.

"არანაირი კონსულტაცია ჩვენთან არ ყოფილა. არ ვიცით რა მექანიზმით მოხდება ვალების განულება. ვის ხარჯზე ჩამოეწერებათ? თუ ეს ჩვენს ხარჯზე, ფინანსური ორგანიზაციების ხარჯზე მოხდება, მიუღებელია და არც ფინანსურად იქნება გამართლებული. ინიციატივას მივესალმებით, მაგრამ თუ ეს ხდება ორგანიზაციების ხარჯზე რომ მათ კეთილი ნება გამოიჩინონ და ჩამოწერონ, ამ შემთხვევაში არ იქნება მიზანშეწონილი", - განაცხადა შენგელიამ. მისი თქმით, ინიციატივის შესახებ პირველად ესმით.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს გააკეთა განცხადება, რომლის თანახმადაც, შავ სიაში მყოფ 600 ათას ადამიანს ვალები გაუნულდება.

ჩამოსაწერი თანხა დაახლოებით 1,5 მილიარდი ლარს შეადგენ. პრემიერმა აქვე მადლობა გადაუხადა საქველმოქმედო ფონდ "ქართუს", თუმცა არ დაუკონკრეტებია იხდის თუ არა აღნიშნულ ფულს ეს ორგანიზაცია.პრემიერის თქმითვე, მოლაპარაკება გაიმართა, როგორც საბანკო, ისე არასაბანკო სექტორთან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები