"ცვლილებები საჭირო იყო და ჩვენ ამ ცვლილებებს უკვე შევეგუეთ", - ამის შესახებ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრისტალის" ხელმძღვანელმა არჩილ ბაკურაძემ გადაცემა "საქმის კურსში" საუბრისას განაცხადა.
როგორც არჩილ ბაკურაძე განმარტავს, ის მოსალოდნელი ტენდენციები, რომელიც თავიდანვე გათვლილი იყო, გეგმას მიჰყვება. სწორედ აღნიშნული საკითხი ეროვნული ბანკისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა გუშინდელ შეხვედრაზე განიხილეს.
"ეს ერთის მხრივ უარყოფითია, რომ ვადაგადაცილებები გარკვეულ წილად გაიზარდა, მაგრამ კარგია ის, რომ ტენდენცია შემცირებისკენ მიდის. რაც მთავარია, ჩვენ უკვე ის რეალობა მივიღეთ, როდესაც ახალი სესხები უფრო ხარისხიანია. საბოლოო ჯამში, ჩვენ 6–თვიან პერიოდში დადებითი ტენდენცია გვაქვს", - განაცხადა გაჩეჩილაძემ.
რაც შეეხება მისო–ებისა და სებ–ის ხელმძღვანელების გუშინდელ შეხვედრას, მის განმავლობაში პირველი იანვრიდან ამოქმედებული საბანკო რეგულაციების შემდეგ მიკროსაფინანსო სექტორისთვის რამდენიმე აქტუალური საკითხი გამოიკვეთა, მათ შორის, ბაზარზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციების და ბანკების არათანაბარი კონკურენტული გარემო და რეგულაციებით გათვალისწინებული შეზღუდვა თავდებ პირებსა და სოლიდარულ მოვალეებზე.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რაოდენობა 61–ია, რაც გასული წლის მარტთან შედარებით 12–ით ნაკლებია.

























