მიკროსაფინანსო სექტორს წმინდა მოგება შეუმცირდა. წელს 3 თვეში 34 მისო-ს წმინდა მოგებამ 28.7 მლნ ლარი შეადგინა, წლიურ ჭრილში 4%-იანი კლებაა.
კონსოლიდირებული მონაცემების მიხედვით, სექტორის მთლიანი საპროცენტო შემოსავალი 114.3 მლნ ლარი იყო. მთლიანი ზარალი აქტივების შესაძლო დანაკარგების მიხედვით 5.4 მლნ ლარია. 1-ელი აპრილისთვის მიკროსაფინანსო სექტორის საკრედიტო პორტფელის მოცულობა 1.747 მლნ ლარი იყო. გასული წლის პირველ კვარტალთან შედარებით პორტფელი 166,3 მილიონით არის გაზრდილი. ფიზიკური პირებისთვის დაკრედიტებაში სალომბარდე სესხებია ლიდერი. ლომბარდების მიერ 856.8 მლნ ლარის სესხებია გაცემული.
მიკროსაფინანსო სექტორის ფიზიკური პირების საკრედიტო პორტფელი
- ლომბარდი - 856.8 მლნ ლარი
- სამომხმარებლო სესხები - 508.8 მლნ
- ვაჭრობა და მომსახურება - 180.17 მლნ ლარი
- სოფლის მეურნეობა - 115.76 მლნ ლარი
- განვადება - 51.8 მლნ ლარი
- ონლაინ სესხები - 25 393 ლარი
- სხვა - 7.9 მლნ ლარი
იურიდიული პირების პორტფელი - 25.4 მლნ ლარი