მიკროსაფინანსო ორგნიზაციად გადაკეთების მიუხედავად ონლაინსესხების ყოფილი კომპანია ccloan თამასუქების გაცემას არ აპირებს. ამის შესახებ „ბიზნესკონტრაქტს“ კომპანიის ხელმძღვანელმა გიორგი ტარიელაძემ განუცხადა.
მისი თქმით, მან არ იცის, რა გეგმები აქვთ სხვა კომპანიებს, რომლებიც მიკროსაფინანსო ორგანიზაციებად ახლახანს გადაკეთდნენ, მაგრამ ccloan.ge მოსახლეობისგან თანხების მიღებას და თამასუქების გაცემას არ გეგმავს. როგორც ტარიელაძე აცხადებს, კომპანია იმავე პროფილით გააგრძელებს მუშაობას, როგორიც ონლაინსესხების გაცემისას ჰქონდა.
რაც შეეხება საკანონმდებლო ცვლილებას, რომლის მიხედვითაც ონლაინსესხების გამცემი კომპანიების ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 100%-ს არ უნდა აღემატებოდეს, ტარიელაძე აცხადებს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით სასურველი იყო მეტი კომუნიკაცია ბიზნესთან, რაც არ მოხდა.
"წინასწარ რა გავლენას იქონიებს ეს ცვლილებები ბაზარზე, ამის პროგნოზირება რთულია",- აცხადებს ccloan.ge-ს ხელმძღვანელი.

























