მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს წმინდა მოგება გაეზარდა. ეროვნულ ბანკში წარდგენილი ანგარიშგებების მიხედვით, სექტორის წმინდა მოგებამ 9 თვეში 109.4 მლნ ლარი შეადგინა, რაც წლიურად 9.8 მლნ ლარით გაზრდილი მაჩვენებელია. წლის დასაწყისში ორი საფინანსო ორგანიზაციის მიკრობანკად გარდაქმნის შემდეგ მისოების საკრედიტო პორტელი კლებას აჩვენებს, კერძოდ, მესამე კვარტლის მდგომარეობით გაცემული სესხების მოცულობამ 1.771 მლრდ ლარი შეადგინა, რაც თითქმის 192 მლნ ლარით შემცირებული მაჩვენებელია. საკრედიტო პორტფელში სალომბარდე სესხები ჭარბობს. მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ნაწილში კი განმარტავენ, რომ ორი ორგანიზაციის მიკრობანკად გარდაქმნის ეფექტის გამოკლებით, წლის დასაწყისიდან სექტორი დაახლოებით 30%-იაა გაზრდილი.


































