მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მილიარდერების ქონება პანდემიის დაწყებიდან დღემდე 19 %-ით გაიზარდა

5eda43046a501
BM.GE
05.06.20 18:00
1215
ამერიკელი პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოს 170 მილიარდერმა საკუთარ ქონებას ათობით მილიონოი დოლარი შემატა 1 იანვრიდან 10 აპრლილის ჩათვლით. ამასთან მსოფლიოს 8 ყველაზე მდიდარი ადამინის ქონება 1 მილიარდ აშშ დოლარზე მეტით გაიზარდა.

მაგალითისთვის, ონლაინ მაღაზია Amazon-ის მფლობელ, ჯეფ ბეზოსის ქონება 15 აპრილისითვის 10 მილიარდი აშშ დოლარით გაიზარდა და 25 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ანალოგიურ პერიოდში, Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორის და Space X-ის დამფუძნებლის ქონება 5 მილიარდი აშშ დოლარით გაიზარდა.

მაკენზი ბეზოსის ქონება 3.5 მილიარდი აშშ დოლარით არის გაზრდილი და 8.6 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. Zoom-ის დამფუძნებლიმა ერიკ იუანიმა პანდემიის პერიოდით საგრძნობლად იხეირა და მისი ქონება 2.58 მილიარდი აშშ დოლარით გაიზარდა.

Los Angeles Clippers-ის მფლობელის და Microsoft-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის სტივ ბოლმერის ქონება 2.2.მილიარდი აშშ დოლარით გაიზარდა. ბოლმერი ვიდეო კონფერენციების პლატფორმებში Skype-ში და Teams-ში წილის მფლობელია და მან კორონავირუსის პანდემიასთან საბრძოლველად 25 მილიონი აშშ დოლარი გაიღო.

Silicon Valley-ის თავჯდომარის ჯონ ალბერტ სობრათოს ქონება 2.07 მილიარდი აშშ დოლარით გაიზარდა.

Apollo Global Management-ის თანადამფუძნებლის ჯოშუა ჰარისის ქონება 1.72 მილიარდი აშშ დოლარით გაიზარდა, ხოლო მედიაკომუნიკაციების დამფუძნებელის და ორი პროფესიონალური საფეხბურთო გუნდის მფლობელის როკო კომისოს ქონება 1,09 მილიარდი დოლარით გაიზარდა.

ანგარიშის ავტორების მონაცემებით, საერთო ჯამში მილიარდერების ქონება დღეს 3,5 ტრილიონ დოლარს აღწევს. ეს კი ნიშნავს, რომ ეს ციფრი პანდემიის დაწყებიდან დღემდე 19 %-ითაა გაზრდილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები