მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მილიარდერი მაიკლ ბლუმბერგი აშშ-ის საპრეზიდენტო მარათონს გამოეთიშა

5e5fe0609eef5
თამთა ჯიჯავაძე
04.03.20 21:04
1535
მილიარდერი მაიკლ ბლუმბერგი აშშ-ის საპრეზიდენტო მარათონს გამოეთიშა. ამის მიზეზი სამშაბათის არასახარბიელო შედეგები გახდა. კერძოდ, 14 შტატში და ტერიტორიაზე უყარეს კენჭი კანდიდატებს, ბლუმბერგმა კი გამარჯვება მხოლოდ ამერიკის სამოაზე შეძლო.

„სამი თვის წინ მე შემოვუერთდი დონალდ ტრამპის დამარცხების რბოლას. დღეს მე ვტოვებ ამ რბოლას იგივე მიზეზით“, - განაცხადა ბუმბერგმა.

ბლუმბერგმა, რომელიც ნიუ-იორკის მერი იყო, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში 500 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა, რათა დემოკრატიული პარტიის კანდიდატი გამხდარიყო. როგორც მან განაცხადა, ის ეთიშება შეჯიბრს, თუმცა, მხარს უჭერს ვიცეპრეზიდენტ ჯო ბაიდენს, რომელმაც გუშინ გამარჯვება ცხრა შტატში შეძლო.

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები ნოემბერში გაიმართება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები