მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მილიარდერი რუბენ ვარდანიანი ყარაბაღის პრემიერ-მინისტრობიდან გადააყენეს

63f78bd0b913d
გიორგი თოლორდავა
23.02.23 19:47
970
სომეხი მილიარდერი რუბენ ვარდანიანი ყარაბაღის პრემიერ-მინისტრობიდან გადააყენეს.

ვარდანიანის მოღვაწეობა საკმაოდ ხანმოკლე აღმოჩნდა, ბიზნესმენი დე-ფაქტო ლიდერის პოსტს სულ რაღაც ოთხი თვის განმავლობაში იკავებდა.

ყარაბაღის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ვარდანიანის ნაცვლად მოქმედი გენერალური პროკურორი, გურგენ ნერსისიანი დაინიშნება.

„ღრმად შეშფოთებული ვარ სომხეთისა და ამ რეგიონის ირგვლივ განვითარებული პოლიტიკური მოვლენებითა და ვითარების ესკალაციით. არცახის პრობლემის მოგვარებაზე დამოკიდებულია მთელი სომხური სამყაროს მომავალი.

ვაცნობიერებ, რომ მეტი ფიქრის დრო აღარ მაქვს და სხვა გზა არ მრჩება, გარდა იმისა, რომ ავიღო ჩემი წილი პასუხისმგებლობა და არცახელი მოსახლეობის გვერდით დავდგე“, - აცხადებდა ვარდანიანი თანამდებოაზე დანიშვნის პერიოდში.

Forbes-ის შეფასებით, ვარდანიანის ქონება 1 მილიარდ დოლარს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები